გიგა ბოკერია - დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს, თუმცა ის, რაც საქართველოში ხდება, კანონის უზენაესობა არ არის - ვისაც ძალაუფლება აქვს, სჯის მას, ვინც ოპონენტია

არავინ უნდა იყოს პოლიტიკურად დევნილი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება, ეს უნდა დავასრულოთ, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გეგმა.

როგორც ბოკერიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" აღნიშნა, დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს, თუმცა „ის, რაც საქართველოში მთელი ამ წლების განმავლობაში ხდება, არის ის, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის სჯის იმას, ვინც მისი ოპონენტია“.

„ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ დავასრულოთ ეს ამბავი, როდესაც ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები მოცულები არიან იმით, რომ შეინარჩუნონ დღევანდელი ვითარება და არაფერი შეცვალონ. არის მეორე პოლიტიკური გუნდი, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დიდი ნაწილი წარსულის მოლოდინით არის და კონტექსტი არის როდის დაბრუნდება, დაბრუნდება თუ არა. სააკაშვილი თავისი დაბრუნების გეგმებზე ლაპარაკობს, როდესაც უნდა ლაპარაკობდეს ქვეყნის ცვლილებების გეგმებზე ქვეყანაში, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენ, „ევროპული საქართველო“. ეს უნდა დავასრულოთ და რა თქმა უნდა, არავინ უნდა იყოს პოლიტიკურად დევნილი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერთს უნდა დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, მეორეს უნდა 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება. დაუსჯელი არავინ უნდა იყოს, მაგრამ აქ საუბარია პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, რაც ყველამ ვიცით, რომ ყველას მიმართ არის. კანონის უზენაესობაზე საუბარი არ არის არა მარტო ამ კონკრეტულ ფიგურასთან მიმართებაში, არამედ საერთოდ ივანიშვილის პირობებში. დაუსჯელობის სინდრომი ძალიან ცუდი რამეა, მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება მთელი ეს წლებია და რაც ივანიშვილმა კიდევ უფრო ახალ ხარისხში აიყვანა, კანონის უზენაესობა კი არ არის, არის ის, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის სჯის იმას, ვინც მისი ოპონენტია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა