სერგი კაპანაძე - საზოგადოებას აქვს სრულიად სხვა მოთხოვნები, ვიდრე საუბარი იმაზე, ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი დაბრუნდება თუ არა საქართველოში

მგონია, რომ საზოგადოებას აქვს სრულიად სხვა მოთხოვნები, ვიდრე საუბარი იმაზე, ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი დაბრუნდება თუ არა და როგორ დაბრუნდება საქართველოში,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მოსახლეობას აწუხებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი და შესაბამისად ამომრჩეველი კაპანაძის განმარტებით, ყურადღებას აქცევს იმას, თუ რომელი პარტია რა გამოსავალს სთავაზობს შექმნილი ვითარებიდან.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნილები არ უნდა იყვნენ საქართველოში და ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ეს არ არის მთავარი თემა. საზოგადოებას ეგ კი არა, ის აწუხებს, რომ დღეს არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, ადამიანები ცხოვრობენ სიღარიბეში, არის სიღატაკე, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს 3-4 ლარზე დღეში და წინასაარჩევნოდ ეს ხალხი უყურებს იმას, რომელი პოლიტიკური ძალა რას სთავაზობს ამის შესაცვლელად. ეს არჩევნები და ეს წინასაარჩევნო გარემო განსხვავდება ძველი წინასაარჩევნო გარემოსგან სწორედ ამით, რომ არის იდეების ჭიდილი, ეს არის იმის ჭიდილი თუ ვის აქვს ხედვა, როგორ წაიყვანოს ქვეყანა წინ და „ევროპულ საქართველოს“ არ მიაჩნია სწორად ამ თემაზე მეტი კომენტარის გაკეთება იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ისევ და ისევ ძველ წრეზე სიარული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვისუბროთ კონკრეტულ თემებზე, როგორ დავძლიოთ ეს კრიზისი და წინ როგორ წავიდეთ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა