განათლების სამინისტროს სამედიცინო პერსონალის სტანდარტის დამტკიცება და სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესის განსაზღვრა დაევალება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალის სტანდარტის დამტკიცება და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესის განსაზღვრა დაევალება. შესაბამისი ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც დღეს განათლების კომიტეტზე იგეგმება.

ამავე ცვლილებების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უჩნდებათ ვალდებულება სკოლის ტერიტორიაზე უზრუნველყონ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის, სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

კანონპროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის სტანდარტი კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა დამტკიცდეს. ხოლო სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება 2023 წლის პირველ იანვრამდე უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო