გიგა ბოკერია - არანორმალური არის ივანიშვილის გუნდი, რომელიც დემოკრატიას უქმნის საფრთხეს და ამ არჩევნებზე უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას

აღსანიშნავი ის კი არ არის, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კამათობენ - ეს ნორმალურია, აღსანიშნავი ის არის, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ოპოზიციური პარტიები გარკვეულ საკითხებზე წინასწარ თანხმდებიან სწორედ იმისთვის, რომ შემდეგ, როცა იქნება გუნდური, ეროვნული თანხმობის მთავრობასავით, წინ წაწევის ფუნდამენტური გეგმა არსებობდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა ბოკერიამ „ინტერპრენიუსს“ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციამ გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე, თუმცა არა ყველაფერზე, კონსენსუსს უკვე მიაღწია.

„პოლიტიკური პარტიები ცალ-ცალკე იმიტომ არიან, რომ სხვადასხვა შეხედულება აქვთ. პროპორციული არჩევნები იმიტომ გვინდოდა, რომ კონკურენტები ვართ ერთმანეთის და ამომრჩეველი უნდა დავარწმუნო ჩვენი ხედვის სისწორეში, რასაც ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვაკეთებთ - გარდამტეხ ცვლილებებზე ვსაუბრობთ და იმაზე, რა კომპასით უნდა ვიაროთ. ჩვენი ხედვა მიგვაქვს ამომრჩეველთან, მაგრამ ყველა ვართ კონკურენტები. აქ არანორმალური არის ივანიშვილის გუნდი, რომელიც დემოკრატიას უქმნის საფრთხეს და ამ არჩევნებზე უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას. მაგრამ 2012 წლამდელ ვითარებაში კი არ უნდა დავბრუნდეთ, როგორც ეს ზოგიერთს უნდა, არამედ წინ უნდა ვიყუროთ გარდამტეხი ცვლილებებისკენ“, - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებას, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის დახვრას დაიწყებენ, „ქართული ოცნება“ რომ პოლიტიკურ პროცესებს საერთოდ ჩამოსცილდეს, ბოკერია ამბობს, რომ „ეს არის ვოლსკის მხრიდან მორიგი ველურობის და დემოკრატიის ვერ გაგების გამოვლინება“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა