გიგლა მიქაუტაძე - დღევანდელი მთავრობის ხელში, გლეხი მხოლოდ სიღარიბისთვისაა განწირული

მინდა, ბატონ გახარიას შევახსენო, რომ 8 წლის განმავლობაში მისმა მთავრობამ ერთადერთი, რაც მოახერხა, არის ფულის ფლანგვა, - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ გლეხი ფერმერად უნდა ვაქციოთ.

გიგლა მიქაუტაძის შეფასებით, ტრაგიკულია, როცა 8 წელია ხელისუფლებაში ხარ და არაფერი გაქვს სათქმელი მიღწეულ შედეგებზე. მისივე თქმით, ტრაგიკულია, როცა მხოლოდ ახალი დაპირებების გაცემა შეგიძლია და მასაც ოპოზიციური პარტიისგან აკოპირებ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, სწორედ, ლელოს „მარშალის გეგმა“ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის მასშტაბურ რეფორმირებას.

„მინდა ბატონ გახარიას შევახსენო, რომ 8 წლის განმავლობაში მისმა მთავრობამ ერთადერთი, რაც მოახერხა, არის ფულის ფლანგვა. 2 მილიარდ ლარამდე საბიუჯეტო თანხა დაიხარჯა სოფლის მეურნეობის სექტორზე 2013-2019 წლებში და გაუმჯობესება არცერთი მიმართულებით არ გვაქვს.

სექტორის რეალური მოცულობა, 2013 წელთან შედარებით, მხოლოდ 30 მლნ ლარით გაიზარდა. ისტორიულ მინიმუმზე დავიდა ნათესი ფართობების მოცულობა და დღეს სახნავ-სათესი მიწის მხოლოდ 25% მუშავდება, შემცირებულია ერთწლიანი კულტურების საშუალო მოსავლიანობა და გაზრდილია ინფლაცია სურსათზე. ბოლო წლებში საქართველო პირველად გახდა 100%-ით დამოკიდებული რუსულ ხორბალზე.

ჩვენს ქვეყანას მართლაც აქვს შანსი შექმნას თანამედროვე, კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობა და შედეგად მიიღოს წელგამართული ფერმერი, რომელიც იქნება ქვეყნის საშუალო ფენის განუყოფელი ნაწილი. თუმცა, ამ მიზნის მიღწევას სჭირდება მკაფიო ხედვა, სამოქმედო გეგმა და კომპეტენტური სამთავრობო გუნდი, რასაც დღეს, „ლელო საქართველოსთვის“ სთავაზობს საზოგადოებას“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

ინფორმაციას „ლელო საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა