კარანტინში ყოფნის ვადა 8 დღემდე შემცირდება

კარანტინში ყოფნის ვადის 8 დღემდე შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას, უწყებათაშორისი საბჭო სავარაუდოდ, დღეს მიიღებს. მთავრობის ადმინისტრაციაში საბჭოს სხდომის გამართვა დღესაც იგეგმება.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განუცხადა, კარანტინის ვადის 8 დღემდე შემცირების შემთხვევაში, კარანტინსა ან თვითიზოლაციაში მყოფ პირს, საკარანტინე სივრცის დატოვებიდან მომდევნო 72-72 საათში PCR ტესტის ჩატარება 2-ჯერ მოუწევს.

მისივე თქმით, საკარანტინო რეჟიმის 12-იდან 8 დღემდე შემცირება, ოპტიმალური მოდელია.

„სულ არის ორი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ იმპორტირებული შემთხვევებისგან თავი დავიცვათ. ერთი არის იზოლაცია, კარანტინისა და თვითიზოლაციის გზით და მეორე ეს არის ტესტირება. ჩვენი ქვეყანა დღეს იყენებს 72 საათში ერთხელ PCR ტესტირების მექანიზმს. ერთადერთი ჯგუფი, სადაც ვატარებთ სწრაფ ტესტირებას ესენი არიან მძღოლები. ისინი არიან მაღალი მობილობის ჯგუფი.

ჩვენ უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ რისკების დაფარვის მიზნით გამოვიყენოთ ორი მეთოდის კომბინაცია: კარანტინში ყოფნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მიგვაჩნია, ოპტიმალური ვადა იქნება სულ მცირე 7 დღე, მე-8 დღეს იქნება ტესტირება კარანტინში მყოფი პირის ან იზოლაციაში მყოფი პირის, შემდეგ მისი ჩვეულებრივ საქმიანობაში დაბრუნება იმ დათქმით, რომ 72 საათის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩაიტარებს ტესტირებას, იმგვარად, რომ 12-დღიანი პერიოდი სრულად დავფაროთ ანუ ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაავადების ფარულ მიმდინარეობაზე” - განაცხადა გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა