სინოპტიკოსების პროგნოზით, 11-13 სექტემბერს, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

7-10 სექტემბერს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება. 11-13 სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 7-10 სექტემბერს შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 11-13 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 7-10 სექტემბერს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 11-13 სექტემბერს +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო