„ლელო“ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი 2020“ მიესალმება

„ლელო საქართველოსთვის“ მიესალმება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის ორგანიზებით დაწყებულ სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და საფრანგეთის სამხედრო ქვედანაყოფები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ლელოდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ეს ღონისძიება არის საქართველოსადმი დემოკრატიული სამყაროს თანადგომის მორიგი მკაფიო დემონსტრირება, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მომავალი გამთლიანების უმნიშვნელოვანესი გარანტია.

„ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებშია ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან ამგვარი თანამშრომლობის გაღრმავება და გაფართოვება, როგორც ნატო-ში გაწევრიანებამდე უსაფრთხოების ქოლგის უზრუნველყოფა. მაგრამ მეგობარი ქვეყნების დახმარება ფუჭად ჩაივლის, თუ დემოკრატიული არჩევნების გზით რაც შეიძლება სწრაფად არ დავაღწიეთ თავი ქვეყნაში გამეფებულ სტაგნაციას და საგარეო პოლიტიკური კურსის თაობაზე ბოლო ხაებში გაჩენილ კითხვებს. საქართველომ უნდა დაიმკვიდროს დემოკრატიული სამყაროს საიმედო და სანდო პარტნიორის სტატუსი - ესაა „ლელოს“ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ქვაკუთხედი და ამ ვალდებულებას ვიღებთ სტრატეგიული პარტნიორების წინაშეც“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს