ზურაბ ჭიაბერაშვილი - დღეს პენსიონერები გაცილებით მძიმე მდგომარეობაში არიან თუნდაც 20 ლარით გაზრდილი პენსიით, ვიდრე იყვნენ წლების წინ

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება, ტექნიკური ხასიათისაა და პენსიონერების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან კავშირი არ აქვს.

როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, პენსიონერები 20 ლარით მომატებული პენსიის პირობებშიც კი უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, ვიდრე წლების წინ.

„კანონპროექტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა, არის ტექნიკური კანონპროექტი, რომელიც ყოველწლიურად კეთდება და ამას კავშირი პენსიონერების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან არ აქვს იმიტომ, რომ ის მინიმალური მატება, რაც ბოლო წლების განმავლობაში პენსიასთან დაკავშირებით იყო, უკვე შეჭმული აქვს ფასების ზრდას. ანუ, დღეს პენსიონერები გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან თუნდაც 20 ლარით გაზრდილი პენსიით, ვიდრე იყვნენ წლების წინ იმიტომ, რომ დღევანდელი პენსია არაფერს ყოფნის სასურსათო მაღაზიასა თუ აფთიაქში. იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს, ამას სჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, მეტი შემოსავალი ბიუჯეტში და გაცილებით სხვაგვარი სოციალური პოლიტიკა, რაც „ქართული ოცნების“ ცვლილებების შემდეგ 31 ოქტომბრს შემდეგ დაიწყება“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამასთანავე, უკვე დაკავებული თანხები, აგრეთვე პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან. უკვე დაკავებული თანხები, აგრეთვე პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. კანონპროექტი ასევე გულისხმობს, ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა