გიგა ბოკერია სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენაზე - როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება უნდა

ივანიშვილი შეეცდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად „კარტის გათამაშებას“, ოღონდ წარუმატებლად. ეს არის ის, რომ „თუ ბიძინა არ იქნება, მიშა უნდა იყოს“. ეს ასე არ იქნება, იქნება გარდამტეხი ცვლილებები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა მიხეილ სააკაშვილის პრემიერ - მინისტრის კანდიდატად დასახელების შესახებ დასმულ შეკითხვას.

გიგა ბოკერიას განმარტებით, „ევროპული საქართველოსა“ და საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილი ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლაა.

„ივანიშვილის პროპაგანდას ჯერ ერთი სათამაშო ჰქონდა - დაბრუნების საკითხი, სააკაშვილი დაბრუნდება, რომ დაბრუნდება რას უზამენ, მთელი ეს არანორმალური კონტექსტი, ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის არაფრისმომცემი. მისი პრემიერობის საკითხი ახლა ხელახლა იქნება. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის ძალიან მკაფიო. ივანიშვილს და მის გარემოცვას დღევანდელი ვითარების, ამ ჩიხის, კატასტროფის შენარჩუნება სურს, იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული ძალაუფლება და ფეხებზე ეკიდოს მოქალაქეების აზრი. ჩვენი, მთელი ქვეყნის ეროვნული ამოცანაა ამის შეცვლა.

„ევროპული საქართველო“ მუშაობს იმისთვის, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“, დღევანდელი ნაბიჯით, რაც დადასტურდა და არამარტო ამით, უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება. „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და წინსვლა. ჩვენ გვაქვს გეგმა ამ გარდამტეხი ცვლილებებისთვის, რომ სწორ გზაზე ვიდგეთ და სწორი კომპასი გვქონდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, „ევროპულ საქართველოს“ და საზოგადოების უდიდეს ნაწილს სჭირდება ცვლილებები, გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრებაში ქონების დაბრუნება, რეალური თვითმმართველობა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და თავისუფალი ქვეყანა.

კითხვაზე, მაშინ, როცა სააკაშვილი იდევნება, არ აქვს მოქალაქეობა, როგორ უნდა დასახელდეს ის პრემიერ - მინისტრის კანდიდატად, ბოკერია პასუხობს, რომ არ იცის.

„ივანიშვილი შეეცდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად ამ „კარტის გათამაშებას”, ოღონდ წარუმატებლად. ეს არის ის, რომ „თუ ბიძინა არ იქნება, მიშა უნდა იყოს“. ეს ასე არ იქნება. იქნება გარდამტეხი ცვლილებები, კოალიციური, ევროპული მთავრობა გონივრული კომპრომისებით, მაგრამ მკაფიო ხედვით. ივანიშვილი არის ძალიან მძიმე აწმყო, სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდათ 2012 წლის წარსულში დაბრუნება, - განაცხადა ბოკერიამ.

როგორც მან განმარტა, როდესაც ამბობს წინადადება „წარსულში დაბრუნება“, ამით ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს.

„იგივე სააკაშვილმა თქვა, რომ ერთპიროვნულად უნდა მართოს, პრაქტიკულად გამორიცხა კოალიცია. ეს იყო საჯაროდ, ეთერში მის ჩართვაში. სააკაშვილი საერთოდ წინააღმდეგი იყო პროპორციული არჩევნების. მათ ფუნდამენტურ ხედვაში არ არის ის საკითხები, რაც ჩვენი აზრით, ქვეყანას სჭირდება. ამიტომ განვსხვავდებით ჩვენ და ამიტომ ვართ კონკურენტები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა