Reuters - ევროკავშირი 31 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციებს დაუწესებს, სიაში ალექსანდრე ლუკაშენკო არ იქნება

ევროკავშირი 31 ბელარუს მაღალჩინოსანს, მათ შორის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს იური კარაევს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, - ამის შესახებ ინფორმაცის Reuters-ი ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თავდაპირველად 14 სახელზე შევთანხმდით, თუმცა ბევრმა სახელმწიფომ ჩათვალა, რომ არ იყო საკმარისი. ამის შემდეგ კიდევვ 17-ზე მივაღწიეთ შეთანხმებას. ეს არიან ის მაღალჩინოსნები, რომლებიც არჩევნების, ძალადობისა და დარბევის გამო არიან პასუხისმგბებლები“, - განუცხადა წყარომ Reuters-ს.

სანქციები აღნიშნული მაღალჩინოსნებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოზგაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბერლინში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს, თუმცა კონკრეტულ პირებზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. Reuters-ი დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ფორმალურ გადაწყვეტილებას შემდეგ შეხვედრაზე, 21 სექტემბერს მიიღებენ. სანქციები კი ძალაში 22 სექტემბერს შევა.

ბლოკი პირველ ეტაპზე პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის სანქციების დაესებას არ გეგმავს, თუმცა მოგვიანებით სიის გაფართოებას არ გამორიცხავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა