ლევან კობერიძე - ერთადერთი, ვისაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების დაანონსება უხარია, “ქართული ოცნებაა"

ვაკის მაჟორიტარული ოლქში “ლელო საქართველოსთვის” კანდიდატის, ლევან კობერიძის განცხადებით, “ერთადერთი, ვისაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების დაანონსება უხარია, “ქართული ოცნებაა".

როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებზე მთავარი გამოწვევა ორპოლუსიანობის გარღვევაა.

“ეს არის ისევ ყავლგასული ორპოლუსიანობის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც გვთავაზობს ეს ორი პოლუსი. მთავარი გამოწვევა მთლიანად პოლიტიკური სპექტრის, მოსახლეობისა და არჩევნების არის სწორედ ამ ორპოლუსიანობის გარღვევა. "ლელო" არის პარტია, რომელიც შეძლებს რომ ეს გააკეთოს არჩევნებზე", - განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. როგორც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიებმა ერთხმად მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა