რომან გოცირიძე სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე - „ქართული ოცნებისთვის" ეს იყო სიუპრიზიც და შოკიც - ძალიან ბევრ სიურპრიზს ვიხილავთ სამომავლოდ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში ღიად ჩართვასთან დაკავშირებით აგრესიული, ცინიკური, შეშინებული და სასაცილო კომენტარები ჰქონდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა.

მისივე თქმით, „მომავალში კიდევ ბევრ სიურპრიზს ვიხილავთ“.

მიხეილ სააკაშვილის ღიად ჩართვა საარჩევნო კამპანიაში ნიშნავს კიდევ უფრო მეტი რესურსებისა და ენერგიის მობილიზებას ოპოზიციურ ფლანგზე, სწორედ ამიტომ არიან გაღიზიანებულები „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა და მათი აგრესიული, ცინიკური, შეშინებული და სასაცილო კომენტარები მეტყველებს იმაზე, რომ ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი იყო.

თავისთავად, „ქართული ოცნებისთვის" ეს იყო სიუპრიზიც და შოკიც, ვინაიდან ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, როცა სააკაშვილმა მაღალი პოსტი დაიკავა უკრაინაში და ამ უზარმაზარი სახელმწიფოს განვითარების სათავეში დადგა. მაშინ იფიქრეს, რომ ის უკრაინას უკავშირებდა თავის პოლიტიკურ მომავალს, მაგრამ ეს სიურპრიზი და მოულოდნელი სვლა აღმოჩნდა მათთვის დამაბნეველი და ეს მათი კომენტარებიდანაც ჩანს, რომ ამას არ ელოდნენ. რა თქმა უნდა, მოულოდნელობის ეფექტი არის ამაში და ჩვენ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვიხილავთ სამომავლოდ,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა