ეკა ბესელია სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე - არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კონსენსუსის ნაწილი იქნება, არასდროს დავუჭერდი მხარს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერის ეკა ბესელიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა, პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი ვერ იქნება.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოქტომბრის არჩევნებმა ქვეყანას სიახლე უნდა მოუტანოს და “უკვე ნანახ, ძველ და საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ რეალობაში არ დააბრუნოს”.

“გვაქვს ნანახი პერიოდი, როდესაც სააკაშვილი ქვეყნის პირველი პირი იყო, ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება პოლიტიკური კონსენსუსის და შეთანხმების ნაწილი. პირადად მე ამას არასდროს დავუჭერდი მხარს.

ხალხს უნდა ცვლილება, ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, ქვეყანაში უნდა შეცვალოს რეალობა ისე, რომ სრულიად ახალი მოცემულება შექმნას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა იქნება, რომელსაც ნდობის მატარებელი, პრინციპული, თანმიმდევრული პოლიტიკოსები უნდა წარმოადგენდნენ, რომლებიც ქვეყნის და საჯარო ინტერესებს პირადზე მაღლა აყენებენ. მე ვისურვებ, რომ ასეთ კოალიციაში დავინახო საკუთარი პარტია და თავი და არ ვიყო მონაწილე იმ მძიმე წარსულისა და აწმყოს, რომლებიც შესაცვლელია”, -განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. როგორც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიებმა ერთხმად მიიღეს.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო