ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობაში შეეფარდა

ლაგოდეხის ნაკრძალში, ტურისტი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში შეეფარდა.

პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. დაცვის მხარე, დაკავებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 7000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა.

პროკურორმა, ოთარ სამუნაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს საფრთხე მოწმეებზე ზეგავლენის და მიმალვის.

სხდომა მედიისთვის დახურული იყო. მედიასთან არ საუბრობენ ბრალდებულის ოჯახის წევრები.

27 წლის კაცის წინააღმდეგ გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა საქართველოში გერმანიდან ჩამოსული ტურისტი გაუპატიურება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 6- დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს