პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მცირე ხმაური იყო. ხმაური მას შემდეგ დაიწყო რაც, სხდომის წამყვანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა სხდომა დახურულად გამოაცხადა.

„თუ შენიშვნები, კითხვები არ არის, სხდომა დახურულია“ , - აღნიშნა კახიანმა, რის შემდეგაც დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა სიტყვა მოითხოვა. პასუხად გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ სხდომა უკვე დახურულია.

„გელოდებით, რომ დაამთავრდებდით, ხელს ვწევდი და არ მაძლევთ სიტყვას“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა, რის შემდეგაც მას მოსმენა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ შესთავაზა.

პოლემიკა ბექა ოდიშარიას და ბექა ნაცვლიშვილს შორის ჯერ ბიუროს ოთახში, შემდეგ კი დერეფანში გაგრძელდა, თუმცა, საბოლოოდ ერთმანეთს დეპუტატები ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობნენ.

როგორც ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ შორის „პატივისცემის მეტი არაფერი იყო“.

„ბიუროზე ითხოვდა სიტყვას, ვერ შეამჩნიეს, ვუთხარი ჩვენ გისმენთ მეთქი, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

ბექა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მათ მიერ წარდგენილი რეზოლუციის „ყველაფერს დაერქვას თავის სახელი“ განხილვის სურვილი არ გაუჩნდა, ამიტომ სწორედ ამ საკითხზე უნდოდა ბიუროზე კითხვა დაესვა.

მისივე თქმით, „რეზოლუცია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ „ „ნაციონალურ მოძრაობად“ ჩამოყალიბების და დამსგავსების ლუსტრაციას ახდენს“,- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

რეზოლუციის პროექტი „დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს