ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, თუ სტაციონარში მკურნალობის აუცილებლობა არ იქნება, პაციენტი საკარანტინო სივრცეში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს მკურნალობას

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ მოქალაქეს 8- დღიანი საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ, მე-12 დღეს, განმეორებითი „პისიარ“ ტესტის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდება, მას სტაციონარში გადაიყვანენ.

ტიკარაძის თქმით, თუ სტაციონარში მკურნალობის აუცილებლობა არ იქნება, პაციენტი საკარანტინო სივრცეში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს მკურნალობას.

„თუ მე-12 დღეს მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი, ის გადაგვყავს სტაციონარში, ექიმები იწყებენ შესაბამის მკურნალობას, იმ შემთხვევაში თუ მას მსგავსი დახმარება ესაჭიროება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა საკარანტინო პირობებში, ასევე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რა თქმა უნდა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებაზე ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა გვაქვს დაწყებული მუშაობა, ჯანდაცვის სამინისტრო იყო ინიციატორი, რომ მსგავსი ცვლილება განხორციელებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე არაერთმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და ითვლება, რომ ეს არის საკმაოდ უსაფრთხო და უკვე კვლევებზე დაყრდნობილი ღონისძიებები, საკოორდინაციო საბჭომ მოგვცა ამასთან დაკავშირებით თანხმობა. ჩვენ უკვე გავაგრძელებთ დადგენილებაში ცვლილების შეტანას და ცვლილების შეტანისთანავე ეს ღონისძიება ამოქმედდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო