ბექა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება” ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვინც თოკი უნდა ესროლოს და ორმოდან ამოიყვანოს, შეიძლება, გახდეს სააკაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტიის “ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა „ქართულ ოცნებას” უხარია, რადგან, შესაძლოა, სააკაშვილი გახდეს ის, ვინც მმართველ გუნდს “თოკი უნდა ესროლოს და ამოიყვანოს”.

როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი კომიკური ფიგურაა და მის ჩამოსვლას “მნიშვნელობა არ აქვს”.

“პირველი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა აწყობს, არის “ქართული ოცნება”, რადგან ისეთ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, რომ ვინც თოკი უნდა ესროლოს და ორმოდან ამოიყვანოს, შეიძლება, გახდეს მიხეილ სააკაშვილი. ვისაც უხარია, ეს არის მისი ფანები და “ქართული ოცნება” იმიტომ, რომ იტყვის: „მიშა ისევ მოდის და მოდი კონსოლიდირება მოვახდინოთ“. მიშა უკვე დასრულებულია”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. როგორც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიებმა ერთხმად მიიღეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა