ირანში კორონავირუსის 2 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ირანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, ბოლო 10 დღის განმავლობაში, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირანში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 388 810-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 117 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეrპლა და დაღუპულთა რიცხვმა 22 410-ს მიაღწია.

ცნობისათვის, ირანში შაბათს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა