ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი რეკომენდაციაა, რომ კარანტინის 8-დღიანი პერიოდის შემდეგ, პირმა რამდენიმე დღით თვითიზოლაციას მიმართოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი რეკომენდაციაა, რომ კარანტინის 8-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა გარკვეულ შეზღუდვებს მიმართონ.

ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდების დაწესების შემთხვევაში, მეთორმეტე დღეს ტესტირების დასრულებისას მოქალაქეები „უფრო თამამად შეძლებენ საზოგადოებაში ყოფნას“.

„მე, როგორც ექიმი, გავცემ რეკომენდაციას, რომ კარანტინის მერვე დღის შემდეგ, მაინც იყოს პიროვნება გარკვეულად შეზღუდული. მეთორმეტე დღის შემდეგ, როდესაც ჩატარდება ტესირება უფრო თამამად შეეძლება საზოგადოებაში ყოფნა. ვალდებულება არ იქნება, ადამიანის თვითშეგნებაზე იქნება დამოკიდებული, მას ეტყვის ექიმი, რომ სჯობს თქვენს შვილს ან შვილიშვილს არ ჩაეხუტოთ და იყოთ ისე“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში შემოსვლის პირობებში, საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად 8 დღე იქნება.

გახარიას თქმით, მე-9 დღეს „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის მოსვლის შემთხვევაში მოქალაქეები საკარანტინო სივრცეს დატოვებენ, თუმცა 12 დღის თავზე კიდევ ერთი „პისიარ“ ტესტის გაკეთების ვალდებულება ექნებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო