ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება

დამატებითი შეზღუდვები, ამ ეტაპზე არ განიხილება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დამატებითი შეზღუდვები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაწესდება.

„ამ ეტაპზე, იმ არსებული შუქნიშნის მიხევით, რომლითაც ხელმძღვანელობს საქართველო ისევე, როგორც სხვა ევროპის ქვეყნები, დამატებითი შეზღუდვები არ განიხილება. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ დავაწესოთ ყველა ის საჭირო შეზღუდვა, რომელიც იქნება უსაფრთხო და საჭირო საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა

ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)