პროკურორი - შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის საპატიმრო საკნებში დასრულებულია და შესაბამისად, აუდიო-ვიდეო ჩაწერა, არ მიმდინარეობს

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საკნებში ვიდეო და აუდიო ჩაწერა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა და სხვა მტკიცებულებებთან ერთად ეს მასალები ბრალდების მხარემ 3 სექტემბერს მხოლოდ დაცვის მხარეს გადასცა.

ყაზარაშვილი თქმით, რადგან შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასრულებულია, ბრალდებულების საკნებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დასრულებულია და ჩაწერა არ მიმდინარეობს.

„გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე დამატებით განვმარტავთ, რომ ვინაიდან, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე დასრულდა გამოძიება და საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა სასამართლოში, საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ბრალდებულთა საპატიმრო საკნებში დასრულებულია და შესაბამისად არ მიმდინარეობს აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა და ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განსაიდუმლოების შემდეგ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს მხოლოდ დაცვის მხარეს გადასცა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა