საქართველოში ევროპელი და ამერიკელი საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებისთვის პირველი გაცნობითი ტური გაიმართა

საქართველოში ევროპელი და ამერიკელი საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებისთვის პირველი გაცნობითი ტური გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7-10 სექტემბერს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს პირველად სტუმრობენ გამოცდილი საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები გერმანიიდან, ამერიკიდან და ბალტიისპირეთიდან.

მათივე ცნობით, დღეს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლებსა და სამ საერთაშორისო ექსპერტს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა.

სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ჩაატარა პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც მან ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაზე, საინვესტიციო პოტენციალსა და მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებზე. შეხვედრისას KPMG-ის წარმომადგენელმაც ისაუბრა საქართველოს საგადასახადო სისტემაზე.

მათივე ინფორმაციით, მათი ვიზიტისას, ლოკაციების კონსულტანტები გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს და შეხვდებიან არაერთ საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელს. შედეგად, ისინი მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ქვეყანაში ინვესტიციის შესაძლებლობებისა და წარმატებულად განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ.

მოწვეული პროფესიონალები წარმოადგენენ პრესტიჟულ საერთაშორისო კომპანიებს - KPMG, Conway და GDP Global. სამივე მათგანს ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მთავრობებთან ერთად სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

როგორც სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი, მიხეილ ხიდურელი აცხადებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

მათივე ცნობით, ბოლო წლებში, საკმაოდ გაზრდილია იმ ინვესტორების რაოდენობა, რომლებიც საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობენ. შესაბამისად, საქართველოს ბიზნესკლიმატის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მეტი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით მათთან აქტიური მუშაობა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სააგენტო “აწარმოე საქართველოში მსგავსი ტურების გამართვას მომავალშიც გეგმავს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა