ლევან კობერიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ საზოგადოებას პოლიტიკურ სპექტაკლს სთავაზობენ

ერთადერთი, ვისაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების დაანონსება უხარია, “ქართული ოცნებაა", - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

კობერიძის თქმით, არჩევნებზე მთავარი გამოწვევა ორპოლუსიანობის გარღვევაა.

“ეს არის ისევ ყავლგასული ორპოლუსიანობის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც გვთავაზობს ეს ორი პარტია. ორპოლუსიანობა არის გამოწვევა მთლიანად პოლიტიკური სპექტრის, ყავლგასული ორპოლუსიანობის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობენ. „ლელო“ არის პარტია, რომელიც შეძლებს ამ ორპოლუსიანობის გარღვევას არჩევნებზე, რა თქმა უნდა, მოსახლეობის დახმარებით“, – განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. როგორც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიებმა ერთხმად მიიღეს.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს