პროკურორი - ანა გაბეჩავა რამდენჯერმე დაიკითხა საგამოძიებო ორგანოში და ახლა უკვე სასამართლოს წინაშე დაიკითხება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესი მიმდინარეობს, 7 მოწმე იკითხება, მათ შორის არის ანა გაბეჩავა. პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ანა გაბეჩავასთან მიმართებით კითხვები ექნებათ უშუალოდ მის დაბადების დღეზე მომხდარ ფაქტებთან და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაციას ფლობს.

„ანა გაბეჩავა უპასუხებს ყველა იმ კითხვას, რომელიც მასთან დაისმება, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ. ანა გაბეჩავა ვინმეს ამხელს, თუ არ ამხელს, მისცემს თუ არა ვინმეს მიმართ ჩვენებას, რა თქმა უნდა, ეს მისი გადასაწყვეტია და სასამართლოში გამოჩნდება", -განაცხადა ყაზაიშვილმა.

მისივე თქმით, სხდომაზე გაბეჩავას კითხვებს დაუსვამენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად მან წვეულების მონაწილე პირებისგან სავარაუდოდ 15 000 ლარი მოითხოვა.

„ჩვენ, გამოძიების ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს მოპოვებული და რაც დგინდება საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ანა გაბეჩავა, რა თქმა უნდა, არავის სთხოვდა ფულად თანხებს. თუ რაიმე ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, ეს მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული და ის პირები, ვინც ამაზე საუბრობენ მათაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ისაუბრონ ამ დეტალებზე. გაბეჩავა რამდენჯერმე დაიკითხა საგამოძიებო ორგანოში და ახლა უკვე სასამართლოს წინაშე დაიკითხება", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს