ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, - შესაბამისი განცხადება მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა გააკეთა.

მისი თქმით, მერკელი ეთანხმება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარშემო არსებული გარემოებების გარკვევას უნდა შეუწყოს ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტის მხარდაჭერაზე უარი განაცხადოს.

თუმცა შტეფან ზაიბერტმა აღნიშნა, რომ ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ გადწყვეტილების მიღებაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია.

აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტის მხარდამჭერი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო