"ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს

„ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, გასულ წელს აქციაზე მათი დაკავებისა და დაჯარიმების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რასაც ის სტრასბურგში გაასაჩივრებს.

ირაკლი კუპრაძის თქმით, მურუსიძეა ერთ-ერთი მოსამართლე ვის წინააღმდეგაც გამოვიდნენ გასული წლის დეკემბერში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ისინი მოწოდების გამო დააკავეს და დააჯარიმეს. მათ საქმეს კი სააპელაციო სასამართლოში სწორედ მურუსიძე განიხილავდა.

„ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ჯარიმის გადახდას არ აპირებენ რადგან დაირღვა მათი უფლებები და ისინი გამოხატვის თავისუფლებისთვის დააკავეს.

„ეს არის ნონსენსი, მოსამართლე რომლის საქმიანობის წინააღმდეგაც გამოვედით და ვიდექით აქციაზე, სწორედ ეს მოსამართლე განიხილავს ჩვენს ბედს სასამართლოში. ლევან მურუსიძე და ჩინჩალაძე სასამართლოში იქცნენ „ქართული ოცნების“ სახედ,“ - განაცხადა ირაკლი კუპრაძე.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მმართველ გუნდს მოუწოდა უარი თქვას ლევან მურუსიძის კლანზე სასამართლოში. უარი თქვას იმ ძალადობაზე, რომლითაც ყოველდღიურად ახრჩობენ პოლიტიკურ ჯგუფებს. კუპრაძის თქმით, საქმეს აუცილებლად გაასაჩივრებენ სტრასბურგში.

ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო