თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო

7 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2020/2021 ახალი სასწავლო წელი ჩვეულ, არადისტანციურ რეჟიმში დაიწყო,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პირველსემესტრელ სტუდენტთა მისალოცი, საზეიმო ღონისძიება განსხვავებულ ფორმატში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების სრული დაცვით წარიმართა.

„თსსუ-ის ეზოში დამონტაჟებულ მონიტორებზე სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ; ემორის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა არჩილ უნდილაშვილმა; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ დეკანმა, პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ვიცე-თავმჯდომარემ, პროფესორმა მერი ჯო ლეკოვიჩმა; მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის დეპარტამენტის უფროსმა ექიმმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა გიორგი გრიგოლიამ; ბონის უნივერსიტეტის პროფესორმა, თსსუ-ის საპატიო დოქტორმა მიხაილ ლენცემ; ინსბრუკის უნივერსიტეტის ანალიტიკური ქიმიისა და რადიოქიმიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიუნტერ ბონიმ; საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების კვლევის მედიცინის დეპარტამენტის ხარისხისა და ეფექტურობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ჯანდაცვის სამედიცინო ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა ვოლფგანგ ბუხბერგერმა; ტიროლის კლინიკების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მაგისტრმა შტეფან დეფლორიანმა; ტიროლის ჯანმრთელობის გამოყენებითი უნივერსიტეტის რექტორმა, ტიროლის კლინიკების გაერთიანების დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრის (AZW) ხელმძღვანელმა, მაგისტრმა ვალტერ დრაქსლიმ; ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიონკოლოგიის ცენტრის უფროსმა ექიმმა, თსსუ-ის საპატიო დოქტორმა ირმა კვიცარიძემ; მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვაილჰაიმ-შონგაუს ქირურგიული კლინიკის დირექტორმა, თსსუ-ის საპატიო დოქტორმა რაინჰოლდ ლანგმა; მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის ,,UniMan” ფრანგულის სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სებასტიან ჟოკაიმ; თსსუ-ს კურსდამთავრებულებმა: ექიმმა, ტელეწამყვანმა ოთარ ტატიშვილმა; დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ლევან რატიანმა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და დიდ წარმატებებს უსურვებს მათ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული