ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს

ბერლინის კლინიკაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს , - ამის შესახებ „როიტერსი“ ბერლინის Charite-ის კლინიკაზე დაყრდნობით იუწყება.

„ჯერჯერობით მისი მძიმე მოწამვლის შესაძლო გრძელვადიანი შედეგების დადგენა ნაადრევია”, - ნათქვამია კლინიკის მირ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 22 აგვისტოს ახლობლების მოთხოვნით რუსეთის კლინიკიდან ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ნავალნი უკვე 20 დღეა ხელოვნურ კომაშია. რამდენიმე დღის წინ გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამული.

რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო