„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, უსაფრთხო ქვეყნებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინი საერთოდ გააუქმოს

„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს უსაფრთხო ქვეყნებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინი გააუქმოს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, კარანტინის 8 დღემდე შემცირების გადაწყვეტილება საზოგადოების აქტიურობის და ზეწოლის შედეგია.

„14 - დღიან კარანტინს თავიდანვე არ გააჩნდა არანაირი საფუძველი, იყო მხოლოდ ფულის კეთების წყარო, სასტუმროებთან გაუმჭვირვალე და ძალიან საეჭვო კონტრაქტების დადებით.

რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ მთავრობას უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული კარანტინი, თუნდაც 8 დღე გააუქმოს. დისკრიმინაცია დაუშვებელია.

თუ ადამიანი იმ ქვეყნიდან მოემართება, რომელიც საქართველოს მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა, ასეთი ადამიანი თუნდაც 8 - დღიან კარანტინში არ უნდა იყოს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიტანოს კარგი ეპიდსატუაციის მქონე ქვეყნები, ისეთი როგორიც არის საბერძნეთი, პოლონეთი ან ავსტრია“,-განაცხადა კანდელაკმა.

ამასთან, გიორგი კანდელაკის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს უსაფრთხო ქვეყნებთან რეგულარული ფრენები აღადგინონ.

„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ აღადგინონ რეგულარული ფრენები, პირველ რიგში „ვიზიარის“, მათ მიერვე უსაფრთხოდ გამოცხადებულ ქვეყნებთან.

„ვიზიარის“ აკრძალვამ უმძიმეს ვითარებაში ჩააყენა, პირველ რიგში, ქუთაისი. ქუთაისის აეროპორტი ფაქტობრივად დაკეტილია. მრავალი ოჯახი, რომელსაც კრედიტი ჰქონდა აღებული და წელში გაიმართა ქუთაისის აეროპორტის არსებობის გამო, ახლა ფინანსური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.“,-განაცხადა კანდელაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა