ჯოზეფ ბორელი - ბელარუსში თვითნებური დაკავებები და პოლიტიკური ნიშნით გატაცებები მიუღებელია

ბელარუსში თვითნებური დაკავებები და პოლიტიკური ნიშნით გატაცებები, მათ შორის დღეს დილით ჩადენილი სასტიკი ქმედებები ანდრეი ეგოროვის, ირინა სუხიისა და მარია კოლესნიკოვას წინააღმდეგ, მიუღებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ბელარუსის მთავრობამ მოქალაქეების დაშინება უნდა შეწყვიტოს.

„ბელარუსში თვითნებური დაკავებები და პოლიტიკური ნიშნით გატაცებები, მათ შორის, დღეს დილით სასტიკი ქმედება ანდრეი ეგოროვის, ირინა სუხიისა და მარია კოლესნიკოვას წინააღმდეგ მიუღებელია. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მოქალაქეების დაშინება, ასევე საკუთარი კანონებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა“, – წერს ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი და ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლოდერი მარია კოლესნიკოვა მინსკის ცენტრიდან დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს.

იხილეთ ვიდეო:ჯოზეფ ბორელი - ბელარუსში თვითნებური დაკავებები და პოლიტიკური ნიშნით გატაცებები მიუღებელია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა