გელოვანის გამზირსა და მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, საგზაო სამუშაოების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე, 9 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით.

„პროექტის ფარგლებში, ასევე, მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, 9 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, ტრანსპორტის მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზეც შეიზღუდება.

ანალოგიურად, გზის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობის მიმართულება არ შეიცვლება და ავტომობილებს გადაადგილება გელოვანის გამზირის გავლით შეეძლებათ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა