არჩილ ბერიანიძე - ვახტანგ ჩიქოვანი არის დაზარალებული, რაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ანა გაბეჩავამ

ადვოკატ, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, მოწმე ანა გაბეჩავამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვნის პროცესი მიმდინარეობდა, არაერთხელ დაადასტურა, რომ ვახტანგ ჩიქოვანი არის დაზარალებული. ადვოკატი არჩილ ბერიანიძე შაქარაშვილის საქმეზე 2 ბრალდებულს, არჩილ ჩიქოვანს და არასრულწლოვან ნ.ც.-ს იცავს.

ადვოკატი განმარტავს, რომ გაბეჩავას დღევანდელი დაკითხვით მყარდება დაცვის მხარის ვერსია, რომ ვახტანგ ჩიქოვანს არანაირი დაპირისპირებისთვის არ გაუწევია ორგანიზება.

მისივე თქმით, ანა გაბეჩავამ დღევანდელ პროცესზე აგარაკის ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება.

"მოწმემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. კონკრეტულად, მან დაინახა, თუ როგორ იყვნენ ნაცემი ვახტანგ ჩიქოვანი, ნ.ხ. და ასევე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნიკოლოზ ცუცქირიძე, თუ როგორ გაუსწორდნენ მათ ფიზიკურად და როგორი მრავლობითი დაზიანებები ჰქონდათ მიყენებული. კონკრეტულად, თუ ვინ მიაყენა დაზიანებები ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ ცუცქირიძეს, გაბეჩავას არ დაუნახავს. თუმცა, ადასტურებს, რომ ჩიქოვანს ჰქონდა მრავლობითი დაზიანება იმდენად მძიმე, რომ მას გადაადგილება უჭირდა. მას მრავლობითი დაზიანება ჰქონდა სახეზე და სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის გამოც იგი შეუძლოდ იყო და ფიზიკურად ვერ ახერხებდა გადაადგილებას", - განაცხადა ბერიანიძემ.

ადვოკატის თქმით, ანა გაბეჩავა ვერ აკონკრეტებს საკუთარ დაბადების დღეს, აგარაკზე მიიღეს თუ არა აღნიშნულმა პირებმა დაზიანებები, რადგან მას დაპირისპირება არ დაუნახავს.

"თუმცა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო აღნიშნული დაპირისპირება. საუბარი მაქვს, რამდენიმე პირის დაპირისპირებაზე. მოწმეს დაპირისპირების მიზეზზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ DJ-სთან მიმართებით იყო გარკვეული სახის რეპლიკები და უკმაყოფილება ორივე მხარის მიმართ. მოწმემ ყურადღება გაამახვილა, რომ ფიზიკური დაპირისპირება თავდაპირველად დაიწყო კიბის უჯრედში, რომელიც აგარაკიდან მდებარეობს 200 მეტრის მოშორებით. მას ხოჯევანიშვილის გვარი არ დაუსახელებია", - განაცხადა ბერიანიძემ.

ადვოკატის თქმით, აბსურდია ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ ვახტანგ ჩიქოვანმა ხიდზე ვინმეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რადგან ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და ვერ გადაადგილდებოდა.

"როდესაც იგი მანქანიდან გადმოვიდა, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდგომ ჩაიკეცა, რის შემდეგაც მანქანაში დაბრუნდა და ჩაჯდა. მან ვეღარ მოახერხა გადაადგილება ეს დაადასტურა მოწმემ. ეს არის ის ჩვენება, რომელიც სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს. ფაქტობრივად, მოწმემ დღეს დაადასტურა დაცვის მხარის ის გარემოებები, რომელზეც გამოძიების ეტაპზე აპელირებდა. რეალურად, ვახტანგ ჩიქოვანი არის დაზარალებული და ეს არაერთხელ, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ანა გაბეჩავამ. ვახტანგ ჩიქოვანს არანაირი დაპირისპირებისთვის არანაირი ორგანიზება არ გაუწევია", - განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

რაც შეეხება თავად ანა გაბეჩავას, გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მან მცხეთის სასამართლო ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს