ილორის ღვთისმშობლის ხატი ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოაბრძანეს. ხატს ენგურის ხიდზე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები და მხარდამჭერები, სასულიერო პირებთან ერთად დახვდნენ.
ირმა ინაშვილის განცხადებით, ხატი ბაგრატის ტაძარში დაბრძანდება.
"ხატი დაბრძანდება ბაგრატის ტაძარში. ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა და ეს ხატი შეიტანს უზარმაზარ წვლილს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაში. გიხაროდენ ილორის ღვთისმშობელი თითოეული თქვენგანის შემწე იქნება. მე ჟურნალისტებს და იმ პოლიტიკურ სპექტრს მინდა, მივმართო, რომ იკბინებოდა მთელი ამ ხნის მანძილზე და იგესლებოდა, შავი სიხარულით რომ ხარობდნენ, გონება გაგინათოთ და გაგიხსნათ ამ ილორის ღვთისმშობელმა, რომ ასეთი რამე არ გააკეთოთ არასოდეს ცხოვრებაში და ხატმებრძოლეობას თავი დაანებეთ, მაგრამ თქვენნაირი ხალხის გამოსწორება არ არის. ამიტომაც, აი, ეს პოლიტიკური ურჩხულები რომ დავამარცხოთ, კობახიძე, აქეთ კიდევ სააკაშვილ-ბოკერიები ახალი პოლიტიკური ცხოველი, რომ დავამარცხოთ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ 3 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე. ღვთისმშობლის ხატი გიხმობთ ყველას", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ხატი "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის ეკლესიაში 18 აგვისტოს დააბრძანეს.