პრემიერი - მთავრობა ყველაფერს აკეთებს ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის, რომ საქართველოს ნაკრებმა ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში - „8 ერი", მონაწილეობა მიიღოს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ისტორიულ შანსზე, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს რაგბის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში - „8 ერი" და შეეჯიბროს ევროპული რაგბის 6 საუკეთესო გუნდს და ფიჯის ეროვნულ ნაკრებს.

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და 6 ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო