დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებით, რუსეთმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარემოებები დაუყოვნებლივ უნდა განმარტოს

საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს შორის მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა აღშფოთება გამოხატეს რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზე თავდასხმის გამო და კიდევ ერთხელ განაცხადებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა განმარტოს, თუ როგორ მოწამლეს ოპოზიციის ლიდერი „ნოვიჩოკით“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც.

მაკრონმა განმარტა, რომ მხარეებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდგომ განსახორციელებელ ნაბიჯებზე იმსჯელეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა