შალვა გოგოლაძე - მთავრობის ინტენსიური მუშაობით, რაგბის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ მოიპოვოს ისტორიული შანსი და მონაწილეობა მიიღოს „8 ერის" ტურნირში

დღეს, კიდევ ერთხელ, საინტერესო შეხვედრა შედგა პრემიერ-მინისტრთან, სადაც წარმოდგენილი იყო რაგბის კავშირის ყველა წევრი. გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა რაგბის ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ინტენსიური მუშაობით, რაგბის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოიპოვოს ისტორიული შანსი და მონაწილეობა მიიღოს „8 ერის" ტურნირში.

„ეს მართლაც მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელიც ჩვენს ნაკრებს მისცემს, როგორც გამოცდილებით, ასევე სხვა საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობას სპორტული კუთხით. კოვიდ-19-მა გარკვეული პრობლემები შექმნა მიმდინარე ჩემპიონატის დამთავრებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის ჩართულობითა და მთავრობის მხარდაჭერით რაგბის ფედერაციის ფინანსური პრობლემების გადაწყვეტა მოხდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდები უკვე შესულები არიან საწვრთნელ ბაზაზე და ახლო მომავალში, დაახლოებით 2-3 კვირაში დაიწყება ახალი, საქართველოს რეგულარული ჩემპიონატი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ, რომ საქართველოს ჩემპიონატი არის ქართული რაგბის ფესვები", - აღნიშნა შალვა გოგოლაძემ.

შალვა გოგოლაძის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა