ამირან გამყრელიძე - 8-დღიან საკარანტინო ვადას მხოლოდ საქართველოში შემოსული მოქალაქეები დაექვემდებარებიან და არა ქვეყანაში ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირები

8-დღიან საკარანტინო ვადას მხოლოდ საქართველოში შემოსული მოქალაქეები დაექვემდებარებიან და არა ქვეყანაში ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირები. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, მე-8 და მე-12 დღეს აღნიშნულ პირებს ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდებათ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ისინი დაწესებული შეზღუდვებისგან გათავისუფლდებიან.

„12-დღიანი საკარანტინო ვადა შეიცვალა და შემცირდა 8 დღემდე. ეს არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე. ანუ საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, რომელიც დადგენილია და ეკუთვნის თვითიზოლაცია, მიდიან კარანტინში. ეს გახლდათ 12 დღე და ჩამოიწია 8 დღემდე. მე-8 დღეს ყველა ამ ადამიანს სახელმწიფოს ხარჯზე უკეთდება PCR ტესტი და თუ ის უარყოფითია ისინი თავისუფლდებიან კარანტინიდან იმ პირობით, რომ მე-12 დღეს ისევ სახელმწიფოს ხარჯზე უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი 21 ლაბორატორიისა და დაახლოებით, 40-მდე ამღებ სამედიცინო დაწესებულებებში. თუ მე-12 დღესაც უარყოფითი იქნება ტესტის პასუხი, მაშინ ამ ადამიანს შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, მუშაობა და ა.შ.“, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ „უცხო ქვეყნის მოქალაქეები როგორც კარანტინში ყოფნას, ასევე ტესტირებას აფინანსებენ თვითონ“.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ 8 დღის გასვლის შემდეგ, მე-12 დღემდე „სასურველია ადამიანს ჰქონდეს ნაკლები კონტაქტი საზოგადოებასთან, თუ რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის“.

მისივე თქმით, აღნიშნული 8-დღიანი საკარანტინო ვადის ამოქმედება 15 სექტემბერს მოხდება.

როგორც ამირან გამყრელიძემ ამბობს, ქვეყანაში შემოსულ ყველა იმ პირს, ვისაც 15 სექტემბრისთვის 8-დღიანი საკარანტინო ვადა უსრულდება, ეს რეგულაცია შეეხება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო