პროკურორი - ანა გაბეჩავამ სასამართლოს წინაშე კონკრეტულ ვიდეო-ჩანაწერებზე ბრალდებულების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების იდენტიფიცირება მოახდინა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის ბრალდების საქმეზე პროცესი გაიმართა.

დღეს ბრალდების მხარის 7 მოწმე დაიკითხა. მათ შორის არიან მოწმე ანა გაბეჩავა და ის გამომძიებლები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები ბრალდების მხარისთვის გამოძიებაში დადებული შედეგების შეფასება იყო.

მისი თქმით, ეს ჩვენებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ წარდგენილი ბრალდება ნამდვილად ჩადენილი აქვთ იმ პირებს, რომლებსაც პროკურატურა მათ კონკრეტულ ბრალდებებში ედავება.

პროკურორი ამბობს, რომ მოწმე ანა გაბეჩავას მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოძიების დროს დადგინდა.

მისი თქმით, გაბეჩავამ მოახდინა "მერსედესის" მარკისა და "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილების მგზავრების იდენტიფიცირება.

"მათ შორის, აგარაკის ტერიტორიაზე კონფლიქტის დაწყება, რაც გახდა შემდეგ ძალადობის, თავდასხმის, შურისძიების მოტივი, რა მიზნითაც ჩადენილი იყო დანაშაულებრივი ქმედება. კონკრეტულად, აქ საუბარია შურისძიების მიზანზე და მოტივზე. ანა გაბეჩავამ სასამართლოს წინაშე კონკრეტულ ვიდეო-ჩანაწერებზე კონკრეტული ბრალდებულები, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების იდენტიფიცირება მოახდინა. ეს კადრები ეხება, როგორც უშუალოდ თავდასხმის განხორციელების დასაწყისს ავტობანის ტერიტორიაზე, ისე სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას, მათ შორის, გურამ ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტსაც. შესაბამისად, ამ მტკიცებულებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალად შერაცხული ქმედებები კონკრეტული პიროვნებების მიერაა ჩადენილი", - განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე მოწმე ანა გაბეჩავას მხრიდან არ დაფიქსირებულა ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომ მისივე თხოვნით ვინმე, მათ შორის, არასრულწლოვანი ლ.შ. და მასთან ერთად მყოფი გ.მ. დაბრუნდნენ აგარაკის ტერიტორიაზე.

პროკურორის თქმით, გაბეჩავამ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მას კომუნიკაცია იმ ღამეს არ ჰქონია თანაკლასელებთან და წვეულებაზე მყოფ ნახალოვკელ მეგობრებთან.

რაც შეეხება მედიით გავრცელებულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული პირი ამბობს, რომ გაბეჩავა მის წვეულებაზე მყოფ პირებს 15 000 ლარს სთხოვდა, პროკურორის თქმით, გაბეჩავა განმარტავს, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. პროკურორმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, დაპირისპირების მოტივთან მიმართებით, თუ ისაუბრა დღევანდელ სხდომაზე გაბეჩავამ.

"მოტივთან დაკავშირებით ანა გაბეჩავამ გააჟღერა, რომ ეს ე.წ. DJ-სთან მიმართებით ნახალოვკელების მხრიდან იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები. მისი ვარაუდით შესაძლებელია ეს კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო, თუმცა, უშუალოდ კონფლიქტის დაწყების მომენტი მას არ უნახავს და კონკრეტული სხვა გარემოებები მისთვის უცნობია.

რაც შეეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, თავდასხმის განხორციელების ფაქტს, ამის თაობაზე გაბეჩავამ მოახდინა „მერსედესის მგზავრების“ იდენტიფიცირება", - განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

პროკურორის თქმით, აგარაკის ტერიტორიაზე განხორციელებულ ჩხუბთან დაკავშირებით ანა გაბეჩავამ სამი პირის იდენტიფიცირება მოახდინა, საუბარია სამივე ბრალდებულზე.

"ესენი არიან საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ძალადობაში. მეოთხე პირთან, ხოჯევანიშვილთა მიმართებით თქვა, რომ ფაქტის შემსწრე იყო და ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

ამასთან, როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმეზე არაერთი მოწმე დაიკითხა და არცერთ მოწმეს არ მიუცია სასამართლოსთვის ჩვენება, რომ ვახტანგ ჩიქოვანს გადაადგილება ან რაიმე მოქმედების შესრულება უჭირდა, დაზიანებების გამო. ნანა გუგუტიშვილის თქმით, პირიქით, მოწმეებმა ნახეს, როგორ გადაადგილდებოდა ჩიქოვანი დამოუკიდებლად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა