ამირან გამყრელიძის განცხადებით, სეროპრევალენტობის კვლევამ აჩვენა,  რომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.6 პროცენტია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სეროპრევალენტობის კვლევამ, რომელიც საავადმყოფოებიდან და სისხლის ბანკებიდან აღებულ 750 ნიმუშზე ჩატარდა აჩვენა, რომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.6 პროცენტია. ამის შესახებ გამყრელიძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ხელვაჩაურის, ქობულეთის, მარტვილის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის პასუხები მოსახლეობას 10 დღის ვადაში ეცნობება.

„სეროპრევალენტობის რამდენიმე კვლევა უკვე დაიწყო ქვეყანში. უკვე აღებულია 1200-მდე სისხლი 4 მუნიციპალიტეტში - ხელვაჩაურის, ქობულეთის, მარტვილის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებში რანდომულად შერჩეული 1200 ადამიანისგან. მათი ლაბორატორიული კვლევა დამთავრდება დაახლოებით 10 დღეში და მოსახლეობას ეცნობება პასუხი. მსგავსი კვლევა სავადმყოფოებიდან აღებული სისხლის ნიმუშებიდან და ასევე სისხლის ბანკებიდან ჩატარებულია და გავრცელების მაჩვენებელი იქ გვაქვს 0.6 პროცენტი. დაახლოებით 750 ადამიანზე ჩატარდა კვლევა და გავრცელების მაჩვენებელი 0,6 პროცენტია, ვისაც დაუდასტურდა, რომ მას გადატანილი აქვს კორონავირუსული ინფექცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო