ბელარუსმა სამართალდამცავებმა მარია კოლესნიკოვას ძებნა დაიწყეს

ბელარუსმა სამართალდამცავებმა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრის, მარია კოლესნიკოვას ძებნა დაიწყეს, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ბაბარიკომ Telegram-ზე განაცხადა.

„მარია კოლესნიკოვას ნათესავებმა მისი გაუჩინარების შემდეგ პოლიციაში ძებნასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანეს. პოლიციამ განაცხადა, რომ მარიას ძებნა მიმდინარეობს,“- აღნიშა ბაბარიკომ.

ცნობისათვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაუდგენელმა პირებმა მარია კოლესნიკოვა მინსკის ცენტრიდან გაიტაცეს. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას კოლესნიკოვას სახელმწიფო ორგანოების მიერ დაკავების შესახებ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს