აშშ-ში კორონავირუსის 24 362 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 265 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 24 362 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6 300 727-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში „კოვიდ 19“-ს კიდევ 265 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 189 206-ს მიაღწია.

ცნობისთვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულების რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს