ჩინეთი ინდოელ ჯარისკაცებს სადავო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და „პროვოკაციული“ გასროლის განხორციელებაში ადანაშაულებს

ჩინეთი ინდოელ ჯარისკაცებს სადავო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და „პროვოკაციული“ გასროლის განხორციელებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა Global Times-ის ცნობით, ინდოელმა ჯარიკაცებმა შენპაოს მთიან რეგიონში უანონოდ გადაკვეთეს „ფაქტობრივი კონტროლის ხაზი“ და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

ჩინეთის „ხალხის განმანთავისუფლებელი არმიის“ ოფიციალური წარმომადგენლის ჟანგ შუილის თქმით, ჩინელი მესაზღვრეები იძულებულები გახდნენ, საპასუხო ზომები მიეღოთ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა ზომებს გულისხმობდა.

აღსანიშნავია, რომ 1996 წელს გაფორმებული ხელშეკრულება „ფაქტობრივი კონტროლის ხაზთან“ იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას ორივე ქვეყანას უკრძალავს.

ინდოეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც მიმდინარე წლის ივნისში, ინდოელ და ჩინელ ჯარისკაცებს შორის ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში მომხდარ შეტაკებას 20 ინდოელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შემდეგ საზღვრის გასწვრივ ორივე მხარემ დამატებითი ძალები განალაგა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა