სერგი კაპანაძე სააკაშვილის მიმართვაზე - მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, საკმარისი არ არის

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება იყო იმის შესახებ, თუ როგორია მდიდარი საქართველო და არა კონკრეტული გზები, რაც საჭიროა კრიზისის დასაძლევად.

კაპანაძის თქმით, ქვეყანას კრიზისის დასაძლევად სჭირდება კონკრეტული გეგმა.

„დღეს ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, საიდანაც არის სასწრაფოდ გამოსაყვანი და სასწრაფოდაა მოსახდენი გარდამტეხი ცვლილებები. ამას სჭირდება კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ, სამწუხაროდ, გუშინ მოვისმინეთ იმის ხედვა, თუ როგორია მდიდარი საქართველო და არა კონკრეტული გზები, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს უმძიმესი და უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ. განსხვავება სწორედ ესაა, რომ „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს ასეთი ხედვა, გვაქვს მიმართულება რა უნდა გაკერთდეს იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მდიდარი, რა უნდა გაკეთდეს, რომ მწვავე კრიზისი დაიძლიოს „ქართული ოცნების“ დამარცხების მერე, რაც აუცილებლად მოხდება, ქვეყანა წავიდეს წინ და არ წავიდეს უკან. მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომ უნდა იყოს მდიდარი და სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება არა სრული ვადით, არამედ 2 წლით.

მისი თქმით, 2 წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა „ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ“.

მან ასევე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში შეცდომებისთვის.

„მინდა შეცდომებისთვის მოგიხადოთ კიდევ ერთხელ ყველას გულწრფელი ბოდიში, მაგრამ ბოდიში არ კმარა, მთავარი არა ბოდიში, მთავარია შეცდომების გამოსწორება. მინდა გვქონდეს და მოგვეცეს შეცდომების გამოსწორების საშუალება“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა