დონალდ ტრამპი - გერმანიამ უარი უნდა თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, გერმანიამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანაზე უარი უნდა განაცხადოს. თუმცა, პრეზიდენტის აზრით, ოფიციალური ბერლინი ამ ნაბიჯს ნაკლებად გადადგამს.

„დღესდღეობით გერმანია ძალიან სუსტ ენერგეტიკულ მდგომარეობაშია. ის ხურავს ატომურ და ქვანახშირის ელექტროსადგურებს. გაუგებარია, რატომ აქვს გერმანიას საქმე რუსეთთან და ეს კონტრაქტები მილიარდებს აღწევს. ეს კი ხდება მაშინ, რომდესაც აშშ გერმანიას რუსეთისგან იცავს“, - განაცხადა ტრამპმა.

გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო ბერლინმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციები დააწესოს.

შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ 1 200 კილომეტრის სიგრძის მილსადენი იქნება, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსულ გაზს პირდაპირ გერმანიას მიაწვდის. პროექტის მშენებლობის დასრულება 2021 წელს არის დაგეგმილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა