პატიმრების დედებმა, საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნით, პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, პატიმრების დედებმა საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, იმედი აქვს, რომ პარლამენტის წევრები გონიერებას გამოიჩენენ.

„დღეს პატიმრის ოჯახის წევრები იწყებენ შიმშილობას იმ მოთხოვნით, რომ გამოიცეს არჩევნებამდე ფართომასშტაბიანი ამნისტია. ჩვენ შევიტანეთ კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ კეთდება. დღეს ასეთი ფორმა მიიღო ჩვენმა აქციამ, რომ უკვე შიმშილობა დაიწყო. იმედი მაქვს, ეს შიმშილობა კრიტიკულ მდგომარეობამდე არ მივა და გამოიჩენენ გონიერებას ის ადამიანები რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, რომ ამ კანონპროექტზე იმსჯელონ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნაა, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილონ," - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა