თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2018 წელს დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი ჩააგდო, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

„მთავრობამ გაურკვეველი დროით გადადო საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა, რაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2018 წელს დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი ჩააგდო, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და სამეზობლოში მხოლოდ საქართველოს არ აქვს.

აქუბარდიას თქმით, ეს პროექტი დაიცავდა ქვეყანას კრიტიკულ პერიოდში უწყვეტი გაზმომარაგებით, გაზრდიდა გაზის სისტემის მოქნილობას და მოგვცემდა სეზონური დისბალანსის რეგულირების შესაძლებლობას საკუთარი ძალებით, სწორედ ამიტომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მთავრობას მიმართავს განუმარტოს საზოგადოებას, თუ როგორ აპირებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, რა ბედი ეწია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის იმ გეგმას, რომელიც დაიცავდა საქართველოს მოსახლეობას კრიზისული სიტუაციების შემთხვევაში უწყვეტი გაზმომარაგებით უზრუნველყოფაში.

„მთავრობამ გაურკვეველი დროით გადადო საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა, რაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2018 წელს დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი ჩააგდო, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და სამეზობლოში მხოლოდ საქართველოს არ აქვს. საუბარია მიწისქვეშა გაზსაცავზე, რომელიც დაიცავდა კრიტიკულ პერიოდში ქვეყანას უწყვეტი გაზმომარაგებით, გაზრდიდა გაზის სისტემის მოქნილობას და მოგვცემდა სეზონური დისბალანსის რეგულირების შესაძლებლობას საკუთარი ძალებით. ამას გვავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც, რომელიც 2023 წლამდე უნდა შესრულებულიყო, თუმცა დღეს უკვე გაურკვეველია ექნება თუ არა ქვეყანას გაზსაცავი. მთავრობის გადაწყვეტილებით გერმანიის განვითარების ბანკიდან (KFW) პროექტისთვის გამოყოფილი სესხის, რომლის მიღებისთვის რამოდენიმე წელი დაიხარჯა აგვისტოში მიზნობრიობა შეეცვალა და ეს 120 მილიონი ევრო COVID 19-ის კრიზისზე მიმართა. ეს მაშინ, როდესაც ამ ფონდიდან მთავრობა არ თაკილობს 45 მილიონის თავის შემომწირველებზე და ახლობლებზე გაცემას.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მივმართავთ მთავრობას, განუმარტოს საზოგადოებას, თუ როგორ აპირებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, რა ბედი ეწია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის იმ გეგმას, რომელიც დაიცავდა ჩვენს მოსახლეობას კრიზისული სიტუაციების შემთხვევაში უწყვეტი გაზმომარაგებით და მოგვცემდა საშუალებას სამომავლოდ საქართველოს შაჰ-დენიზის მილსადენში გამავალი ბუნებრივი აირის უკეთ ათვისების საშუალებას“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა