რელიგიის საკითხთა სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს ღვთისმშობლობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს ღვთისმშობლობას ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ღვთისმშობლობას ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს, ყველა კათოლიკეს. დღეს, 8 სექტემბერს, კათოლიკური სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა. ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს