ირაკლი ოქრუაშვილი - თუ არ იქნება გამაერთიანებელი ძალა, კოალიცია დაიშლება

დღევანდელი მონაცემებით, უმრავლესობას ერთპიროვნულად ვერ აგროვებს ვერცერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე აზრით, საჭირო გახდება კოალიციური მთავრობის შექმნა, თუმცა თუ კოალიციას გამაერთიანებელი ძალა არ ეყოლება, დაიშლება.

„ერთი რამ ცალსახაა, დღევანდელი მონაცემებით, თუ რამე კვლევა იდება, ყველა მიუთითებს ერთ რამეს, რომ უმრავლესობას ერთპიროვნულად ვერ აგროვებს, ვერცერთი პოლიტიკური ორგანიზაცია. ერთობის გარეშე შეუძლებელია იმაზე საუბარი, თუ რა ტიპის მმართველობა გვექნება ჩვენ. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ კოალიციური მმართველობა გვექნება. ხალხს არ აინტერესებს რა ტიპის კოალიციური მმართველობა გვექნება, ხალხს აინტერესებს ერთი რამ ამ ტიპის მმართველობის შედეგად მათი ცხოვრება გაუმჯობესდება თუ არა?! ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ საზოგადოების დარწმუნება, რომ კოალიციური მმართველობით შევძლებთ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას. თუ არ იქნება ვინმე გამაერთიანებელი ძალა - კოალიცია დაიშლება“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა