უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ბრიტანელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით ონლაინ დისკუსია გაიმართა

უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ბრიტანელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით პირველად გაიმართა ონლაინ დისკუსია, რომელიც “საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების” თემას მიეძღვნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის თანაორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპული უსაფრთხოების, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის მიმართულებებით მომუშავე ბრიტანელმა და ქართველმა ექსპერტებმა, კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებებისა და საელჩოების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა.

მათივე ინფორმაციით, მრგვალი მაგიდა ორ სესიად გაიმართა. პირველი ნაწილი რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან მომდინარე გამოწვევებს და მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე მათ ნეგატიურ გავლენას მიეძღვნა. ხოლო მეორე სესია საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს დაეთმო.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ონლაინ შეხვედრაზე განხილულ იქნა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით. აქცენტი გაკეთდა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც, ერთი მხრივ, ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციის, ხოლო, მეორე მხრივ, გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისკენაა მიმართული.

ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან ძალისხმევაზე და აღინიშნა ბრექსიტის შემდგომ პერიოდში გაერთიანებული სამეფოს კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის საჭიროება, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების, ისე საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის მიმართულებებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო